არავინ დატოვო მიღმა
20/03/2019
არავინ დატოვო მიღმა
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. თბილისის "ლოკომოტივი" დაუნის სინდრომის მქონე პირთა მხარდასაჭერ აქციას "წინდა მინდას" შეუერთდა. კამპანიის წლევანდელი გზავნილია "არავინ დატოვო მიღმა". ლოკომოტივის ფეხბურთელებმა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებთან ერთად ვერის ბაღში, ლოკომოტივის აკადემიის სტადიონზე, ფეხბურთი ითამაშეს, ბოლოს კი სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ლოკომოტივი მოუწოდებს საზოგადოებას, რომ მხარი დაუჭიროს და აქტიურად ჩაერთოს კამპანიაში.