ბონი: "გატანილი გოლებით ძალიან ბედნიერი ვარ"

ბონი: "გატანილი გოლებით ძალიან ბედნიერი ვარ"
08/09/2023

ბონი: "გატანილი გოლებით ძალიან ბედნიერი ვარ"

თბილისის ლოკომოტივმა სანაკრებო პაუზის დროს პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდი დიღმის ოლიმპიური სოფლის სტადიონზე ეროვნული ლიგის ბინადარს, თელავს შეხვდა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

 

ლოკომოტივის მხრიდან დუბლის შესრულება ზამბიელმა ლეგიონერმა, ბონაფესიო ფირიმ მოახერხა, რომელმაც მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ საკუთარი თამაშით კმაყოფილია.

 

"კარგი მატჩი გამოგვივიდა. მიხარია, რომ დუბლის გაფორმება მოვახერხე, ეს სეზონის დარჩენილი შეხვედრების წინ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იმედია, გუნდს მომავალშიც დავეხმარები", - განაცხადა ბონიმ.

 

ლოკო მომდევნო ამხანაგურ თამაშს გაგრას წინააღმდეგ 11 სექტემბერს ჩაატარებს.

more news