დაჩი ცნობილაძე ლოკომოტივში ითამაშებს
25/03/2018
დაჩი ცნობილაძე ლოკომოტივში ითამაშებს
დაჩი ცნობილაძე თბილისის ლოკომოტივში ითამაშებს. 24 წლის მცველი, ჩვენს გუნდში, 2018 წლის ბოლომდე, არენდის წესით დარჩება.
ცნობილაძე საბურთალოს საკუთრებაა და გასული სეზონიც ამ კლუბში გაატარა. თბილისურ გუნდში იგი სამტრედიადან გადავიდა, რომლის შემადგენლობაშიც 2016 წელს, საქართველოს ჩემპიონი გახდა.
სხვადასხვა დროს, ცნობილაძე ბოლნისის სიონისა და რუსთავის მეტალურგში თამაშობდა.
2013 წელს, დაჩი თბილისის ლოკომოტივის წევრი იყო. ლოკოს შემადგენლობაში, ცნობილაძემ 13 მატჩი ჩაატარა.
იყო საქართველოს 17, 19 და 21 წლამდე ნაკრების წევრი. 19 წლამდე ნაკრებთან ერთად, 2013 წელს ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა.