''დარწმუნებული ვარ, მომდევნო ორ მატჩში წარუმატებელ სერიას დავასრულებთ''

''დარწმუნებული ვარ, მომდევნო ორ მატჩში წარუმატებელ სერიას დავასრულებთ''
20/05/2017

''დარწმუნებული ვარ, მომდევნო ორ მატჩში წარუმატებელ სერიას დავასრულებთ''

თბილისის ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი დევდარიანმა ქუთაისის ტორპედოსთან წაგებული მატჩი შეაფასა. 20 მაისს, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მასპინძლებმა 2:0 მოიგეს.

 

''ქუთაისში, მასპინძელ გუნდთან თამაში ადვილი არავისთვის არაა. მეტოქემ გვაჯობა და მინდა ტორპედოს დამსახურებული გამარჯვება მივულოცო.

 

ფაქტია, რომ გუნდში ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, მომდევნო ორ მატჩში წარუმატებელ სერიას დავასრულებთ.

 

სატურნირო ცხრილში, ისევ გვაქვს დიდი შანსი, რომ მაღალ პოზიციაზე ავინაცვლოთ და თამაშის ხარისხიც და ფსიქოლგიური განწყობაც ავიმაღლოთ''. - განაცხადა დევდარიანმა.

 

ლოკომოტივი მომდევნო მატჩს 23 მაისს, თბილისში, ფოთის კოლხეთი 1913-ის წინაარმდეგ გამართავს.

more news