დავით ბუკია საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში მიიწვიეს

02/09/2025
დავით ბუკია საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში მიიწვიეს
თბილისის ლოკომოტივის მცველი დავით ბუკია საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში მიიწვიეს. ჩვენი გუნდის ფეხბურთელს საქართველოს 18 და 19-წლამდე ნაკრებებში უთამაშია, ახალგაზრდული ნაკრების სიაში პირველად მოხვდა.
ბუკია ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზეა, რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს და ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის ემზადება.
ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩს რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართავს. შეხვედრა ქუთაისში რამაზ შენგელიაზე 9 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.