დავით ჯიქია ლოკომოტივში დაბრუნდა

დავით ჯიქია ლოკომოტივში დაბრუნდა
05/01/2018

დავით ჯიქია ლოკომოტივში დაბრუნდა

თბილისის ლოკომოტივს კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს. კლუბმა კონტრაქტი 22 წლის ნახევარმცველ, დავით ჯიქიასთან გააფორმა.

ჯიქია ლოკოში 2019 წლის ბოლომდე ითამაშებს, მხარეების სურვილის შემთხვევაში, კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაგრძელდება.

მან, პროფესიონალური კარიერა 2011 წელს, სწორედ ლოკომოტივში დაიწყო. ეროვნულ ლიგა 2-ში, ლოკოს მაისურით ჩატარებულ 51 მატჩში, 34 გოლი გაიტანა.

2014 წელს ჯიქიამ კარიერა ქუთაისის ტორპედოში გააგრძელა, საიდანაც კვლავ ლოკომოტივში დაბრუნდა.

2015 წელს იგი დინამო თბილისში გადავიდა, ნახევარი სეზონის შემდეგ კი საბურთალოს ფეხბურთელი გახდა, სადაც 18 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

2015 წლიდან, დავითი სამტრედიას შემადგენლობაში თამაშობდა. 2016 წელს, იგი ქვეყნის ჩემპიონი და სუპერ თასის მფლობელი გახდა. სამტრედიის მაისურით, ჯიქიამ ეროვნულ ლიგაში, 63 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.

ჯიქია საქართველოს 19 და 17 წლამდე ნაკრების წევრი იყო. 19 წლამდე ნაკრების შემადგენლობაში ორი მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

2012 წელს, 17 წლამდე ნაკრებთან, ერთად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში, ჰოლანდიის ნაკრებთან დამარცხდა.

more news