დავით ყიფიანის თასის 1/8 ფინალში ლოკოს მეტოქე თელავი იქნება

დავით ყიფიანის თასის 1/8 ფინალში ლოკოს მეტოქე თელავი იქნება
21/07/2024

დავით ყიფიანის თასის 1/8 ფინალში ლოკოს მეტოქე თელავი იქნება

ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2024 წლის გათამაშების მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

 

ცნობილი გახდა, რომ თბილისის ლოკომოტივის მეტოქე ეროვნული ლიგის ბინადარი თელავი იქნება. შეხვედრას ლოკო მიხეილ მესხი 2-ზე უმასპინძლებს.

 

ლოკომოტივისა და თელავის მატჩი 27 ივლისს 20:00 საათზე გაიმართება.

 

შეგახსენებთ, რომ ლოკომ თასის გათამაშების 1/16 ფინალში ბორჯომს 6:0 მოუგო.

more news