''დილასთან უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოვიპოვეთ''

''დილასთან უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოვიპოვეთ''
03/06/2017

''დილასთან უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოვიპოვეთ''

გორის დილასთან მოგებული მატჩის შესახებ, ლოკომოტივის ფორვარდმა, ირაკლი სიხარულიძემ ისაუბრა. ჩვენი გუნდის მე-7 ნომერმა, მასპინძელ გუნდს დუბლი შეუსრულა.

 

''დილასთან მატჩი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან გვინდოდა წარუმატებელი სერია დაგვესრულებინა. დაძაბული მატჩი გამოვიდა და ჩვენდა სასიხარულოდ, მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადავწყვიტეთ.

 

მეორე ნახევარში, ორბურთიანი უპირატესობა შევინარჩუნეთ და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ. ეს გამარჯვება, პირველ რიგში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გვჭირდებოდა''. - ამბობს სიხარულიძე.

 

16 ტურის შემდეგ, ეროვნულ ლიგის ბომბარდირთა დავას, 13 გოლით, ირაკლი სიხარულიძე ლიდერობს.

 

 

 

more news