დინამო (ბთ) VS ლოკომოტივი - ურთიერთშეხვედრების ისტორია

დინამო (ბთ) VS ლოკომოტივი - ურთიერთშეხვედრების ისტორია
04/05/2017

დინამო (ბთ) VS ლოკომოტივი - ურთიერთშეხვედრების ისტორია

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-10 ტურში, თბილისის ლოკომოტივი ბათუმის დინამოს დაუპირისპირდება. გიორგი დევდარიანისა და ლევან ხომერიკის გუნდების დაპირისპირება ბათუმში, რაგბი არენას სტადიონზე, 19:00 საათზე გაიმართება.

 

პირველ წრეში, ლოკომოტივმა, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, დინამო 2:1 დაამარცხა. თეიმურაზ შონიას გოლს, პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელმა და ბომბარდირმა, ირაკლი სიხარულიძემ დუბლით უპასუხა და საკუთარ გუნდს 3 ქულა მოაპოვებინა.


ამ მატჩის გათვალისწინებით, ეროვნულ ლიგაში, ლოკომოტივი და დინამო ერთმანეთს 29-ჯერ შეხვდნენ. აქედან 15 შემთხვევაში, გამარჯვება ჩვენმა გუნდმა მოიპოვა. 7 მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო შვიდჯერ ბათუმელებმა გაიმარჯვეს.

 

ყველაზე დიდი ანგარიშით, ლოკომოტივმა დინამო 2002 წლის 22 მაისს დაამარცხა. გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობას სერგო კოტრიკაძე და გია ჯიშკარიანი ასრულებდნენ. მატჩი 5:1 დასრულდა. ბათუმელებს დუბლი დავითაშვილმა შეუსრულა, თითო-თითო გოლი კი სირაძემ, ქორიძემ და კაიდარაშვილმა გაიტანეს.

 

2008 წლის 20 მაისს, ლოკომოტივმა გიორგი კიკნაძის ხელმძღვანელობით, დინამოს ასევე დიდი ანგარიშით, 4:1 მოუგო. სტუმრებს დუბლი რატი ალექსიძემ შეუსრულა, ორი გოლი კი ფარულავამ და კვახაძემ გაიტანეს.

 

აღსანიშნავია, რომ ლოკომოტივმა დინამოსთან სტუმრად გამართული 14 მატჩიდან, 7-ჯერ მოიგო, სამჯერ ფრე ითამაშა, ხოლო 4-ჯერ დამარცხდა. სულ, 29 მატჩში, ლოკომოტივმა დინამოს 40 გოლი გაუტანა და 29 გაუშვა.

more news