''დინამომ გვაჯობა და დამსახურებულად გაიმარჯვა''

''დინამომ გვაჯობა და დამსახურებულად გაიმარჯვა''
10/05/2017

''დინამომ გვაჯობა და დამსახურებულად გაიმარჯვა''

თბილისის ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა, თბილისური დერბი შეაფასა. დინამო არენაზე გამართულ დაპირისპირებაში, გიორგი დევდარიანის გუნდი, დინამო თბილისთან 3:0 დამარცხდა.

 

''ვფიქრობ, თამაშიდან გამომდინარე, შეიძლებოდა უფრო დიდი ანგარიშითაც წაგვეგო. მეც მაჯობა დღეს კახა კაჭარავამ და დინამოს ფეხბურთელებმაც აჯობეს ჩვენს ფეხბურთელებს. როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში მოგებულმა მატჩებმა, რეალობა დაგვაკარგვინა, დინამოსთან წაგების შემდეგ კი მიწაზე დავეშვებით.

 

სეზონის განმავლობაში ყველა თამაშს ერთ დონეზე ვერ ითამაშებ. ვეცდებით, ეს დღე მალე დავივიწყოთ და მომდევნო მატჩებს ღირსეულად შევხვდეთ.

 

ერთი ფაქტი მახარებს, დინამოსთან კიდე ორჯერ ვითამაშებთ და საკუთარი გულშემატკივრის თვალში რეაბილიტაციის შანსი გვექნება. ბოდიშს ვუხდი ყველა ლოკომოტივის ქომაგს, ასეთი საღამოსთვის, დინამოს კი დამსახურებულ გამარჯვბას ვულოცავ''. - განაცხადა დევდარიანმა.

 

თბილისური დერბი, დინამოელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

more news