ეროვნული ლიგა 2-ის 29-ე ტურში ლოკო დინამო თბილისი 2-ს შეხვდება
ეროვნული ლიგა 2-ის 29-ე ტურში ლოკო დინამო თბილისი 2-ს შეხვდება
თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 29-ე ტურის მატჩისთვის მზადებას განაგრძობს, ჩვენი გუნდის მეტოქე დინამო თბილისი 2 იქნება.
ჩვენი გუნდი მატჩს კარგ განწყობაზე ხვდება, 28-ე ტურში გიორგი გაბაძის გოლით სტუმრად ბოლნისის სიონი დავამარცხეთ, ხოლო უკანასკნელ 5 მატჩში ჯამში 7 ქულა დავაგროვეთ. ლოკო ეროვნულ ლიგა 2-ში 26 ქულით მე-8 ადგილზეა და გასავარდნ ზონას უკვე 5 ქულით უსწრებს.
რაც შეეხება მეტოქეს, დინამო თბილისი 2-ს, თბილისელებმა ბოლო 5 მატჩიდან ეროვნულ ლიგა 2-ში 3 მოიგეს და ამჟამად სატურნირო ცხრილში 44 ქულით მე-5 ადგილზე არიან.
მიმდინარე სეზონში ლოკომ და დინამო თბილისი 2-მა ერთმანეთის წინააღმდეგ 3-ჯერ ითამაშეს. 2-ჯერ მეტოქემ გაიმარჯვა, ხოლო მესამე წრის თამაში ფრედ, 1:1 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში ლოკო მენთეშაშვილის გოლით იგებდა, თუმცა დინამოელებმა მატჩის მიერ დამატებულ წუთზე ანგარიში გაათანაბრეს.
გუნდების შეხვედრა მიხეილ მესხი 2-ზე 6 ოქტომბერს, 18:00 საათზე დაიწყება.
ეროვნული ლიგა 2 I 29-ე ტური
გარეჯი - სიონი
ვიტ ჯორჯია - მერანი თბილისი
ლოკომოტივი - დინამო თბილისი 2
სპაერი - მერანი მარტვილი
ფოთის კოლხეთი - ხობის კოლხეთი