ეროვნული ლიგა 2-ის მეხუთე ტური - ლოკომოტივი 0:2 კოლხეთი ხობი

ეროვნული ლიგა 2-ის მეხუთე ტური - ლოკომოტივი  0:2   კოლხეთი ხობი
31/03/2023

ეროვნული ლიგა 2-ის მეხუთე ტური - ლოკომოტივი 0:2 კოლხეთი ხობი

31 მარტს, Crystalbet ეროვნული ლიგა 2-ის მეხუთე ტურში, ლოკომოტივმა ხობის კოლხეთს უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო და მე-10 წუთზე ხობელები გურამ ადამაძის გოლთ დაწინაურდნენ. პირველი ნახევარი ძირითადად მოედნის ცენტრში ორთაბრძოლებით მიმდინარეობდა და საბოლოოდ სტუმრებმა გამარჯვებამდე მიიყვანეს.

 

              

 

 

მეორე ნახევრის სტარტზე ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა ორმაგი ცვლილება გააკეთა, მოედანზე გიორგი ქველაძე და რევა ბუშელაშვილი გამოჩნდნენ, ცხადია აქცენტი შეტევის გაძლიერებაზე გაკეთდა. მართლაც მეორე ტაიმი ლოკოს უპირატესობით დაიწყო, თუმცა კოლხეთი მაინც ეფექტურად ახერხებდა კონტრშეტევებზე გადმოსვლას რამაც შედეგი გამოიღო და 53-ე წუთზე გურამ ადამაძემ დუბლის გაფორმება შეძლო. საბბოლოოდ შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით, 0:2.

 

 

more news