ეროვნული ლიგის I ტური - მარცხი სამტრედიასთან
ეროვნული ლიგის I ტური - მარცხი სამტრედიასთან
ეროვნული ლიგის, 2018 წლის სეზონი თბილისის ლოკომოტივმა მარცხით დაიწყო. 5 მარტს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდი სამტრედიასთან დამარცხდა.
ლოკოს შემადგენლობაში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარეს დავით ჯიქიამ, ზურიკო დავითაშვილმა, ოთო კობახიძემ და თეიმურაზ შონიამ. ჩვენი გუნდის შემადგენლობიდან, ერთადერთი გოლი სწორედ ამ უკანასკნელის ანგარიშზეა.
სტუმრებმა ანგარიშის გახსნა მე-13 წუთზე შეძლეს. ლოკომოტივი საჯარიმოს ხაზთან, გიორგი კიკნაძისა და ვაკო ბაჩიაშვილის ორთაბრძოლის დროს, მთავარმა მსაჯმა თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა. ჯარიმა ზუსტად სტუმართა მე-10 ნომერმა, გიორგი ერისთავმა შეასრულა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.
მეორე ტაიმის დებიუტში, ანგარიშის გათანაბრება ზურიკო დავითაშვილს შეეძლო. მეტოქის საჯარიმოში მან და კიკნაძემ ბურთი კარგად გაითამაშეს, ლოკოს 10-იანის დარტყმა ომარ მიგინეიშვილმა კუთხურზე მოიგერია.
50-ე წუთზე ლოკომ წონასწორობა აღადგინა. ვატო არველაძეზე, თამაშის წესების დარღვევისთვის, გიორგი ვადაჭკორიამ თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც თეიმურაზ შონიამ ზუსტად შეასრულა.
ლოკომოტივს წინ გასვლა 57-ე წუთზე შეეძლო. გიორგი გაბაძის ჩაწოდების შემდეგ, ვატო არველაძის თავური დარტყმა ომარ მიგინეიშვილმა კუთხურზე მოიგერია.
გატანის კარგი შანსი ჰქონდა დავით ჯიქიასაც, რომლის შორეული დარტყმული მიგინეიშვილმა ასევე კუთხურზე მოიგერია.
66-ე წუთზე, გიორგი კიკნაძის ნაცვლად, მოედანზე მამია გავაშელიშვილი შევიდა, რომელმაც ლოკოს მაისურით, ბოლო ოფიციალური მატჩი 2017 წლის 23 სექტემბერს, საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ ჩაატარა.
69-ე წუთზე, სტუმრებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს. გიორგი ახალაძის საგოლე გადაცემის შემდეგ, თავი მაიკლ ოლაიტანმა გამოიჩინა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
სტუმრებს, ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ, თუმცა ივან ფატიჩსა და მაიკლ ოლაიტანს რევაზ თევდორაძემ აჯობა და ორივე შემთხვევაში, ბურთი კუთხურზე მოიგერია.
ლოკო მომდევნო მატჩში დინამო თბილისს დაუპირისპირდება. თბილისური დერბი 11 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 14:00 საათზე გაიმართება.
ლოკომოტივი: თევდორაძე, უბილავა (კაპ), ხიდეშელი, ჭანტურია, გაბაძე, სამურკასოვი, შონია, დავითაშვილი, ჯიქია (კობახიძე 75), კიკნაძე (გავაშელიშვილი 66), არველაძე (კიკაბიძე 84)
მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი
გაფრთხილება: ხიდეშელი (60), კობახიძე (90)
არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია