ეროვნული ლიგის X ტური - მარცხი საბურთალოსთან

ეროვნული ლიგის X ტური - მარცხი საბურთალოსთან
24/04/2021

ეროვნული ლიგის X ტური - მარცხი საბურთალოსთან

მიმდინარე სეზონში, ლოკომოტივი საბურთალოსთან უკვე მეორედ დამარცხდა. მატჩის 21-ე წუთზე, იური ტაბატაძის გატანილი გოლი, ამ თამაშში გადამწყვეტი აღმოჩნდა და მნიშვნელოვანი 3 ქულა, საბურთალოს ერგო. არადა, ლოკომოტივმა ისე დაიწყო, რომ თითქოს, საბურთალოს ძალიან უნდა გაჭირვებოდა, თუმცა... გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა, ჩემპიონატში ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია. თავად მთავარ მწვრთნელს კი, მატჩის მიწურულს წითელი ბარათი უჩვენეს და მას, სავარაუდოდ, რამდენიმემატჩიანი დისკვალიფიკაცია ელის.

 

პირველი ტაიმის 15 წუთი, თითქმის მთლიანად ლოკოსი იყო. საბურთალოს კარი კირკიტაძის, დარცმელიასა და იმრანის დარტყმების შემდეგ გადარჩა. 21-ე წუთზე კი, საბურთალოს სწრაფი შეტევა, შედეგიანი დარტყმით იური ტაბატაძემ დაასრულა - 0:1.

 

მეორე ტაიმი, ლოკომოტივმა კვლავ აქტიურად დაიწყო და მომენტებიც შექმნა. 57-ე წუთზე, ბექა დარცმელიას შესრულებული ჯარიმის შემდეგ, საბურთალო გადარჩა - ბურთი ძელს მოხვდა.

 

საბურთალო მწვავე კონტრშეტევებს აგრძელებდა და მომენტებსაც ქმნიდა. ჭიაბრიშვილის გუნდი კი, მთელი ძალებით უტევდა, თუმცა, ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო და მნიშვნელოვან დაპირისპირებაში, მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.

 

 

 

 

ლოკომოტივი 0:1 საბურთალო (0:1)

 

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, სანდოხაძე, კაშია, გაბაძე (ქველაძე 57), უბილავა (C), შონია, დარცმელია, სამურკასოვი (კახაბრიშვილი 57), იმრანი (გავაშელიშვილი 66), კირკიტაძე (მუკბანიანი 77), სიხარულიძე

 

გაფრთხილება: დარცმელია, უბილავა

 

მთ.მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი  

more news