ლოკომოტივის ოთხი ფეხბურთელი 21 წლამდე ნაკრებში
15/11/2018
ლოკომოტივის ოთხი ფეხბურთელი 21 წლამდე ნაკრებში
თბილისის ლოკომოტივის ოთხი ფეხბურთელი საქართველოს 21 წლამდე ნაკრებში მიიწვიეს.
უკრაინისა და კვიპროსის ახალგაზრდულ ნაკრებებთან დაპირისპირებისთვის, გია ცეცაძემ ლოკოდან დავით სამურკასოვი, რატი არდაზიშვილი, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი და თორნიკე ძებნიაური გამოიძახა.
ანდრონიკაშვილი და არდაზიშვილი საქართველოს 21 წლამდე ნაკრებში პირველად იასპარეზებენ.
16 ნოემბერს, ქართველი ფეხბურთელები სტუმრად უკრაინას, 20 ნოემბერს კი კვიპროსის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.