ფრე გონიოსთან

20/08/2025
ფრე გონიოსთან
ეროვნული ლიგა 2-ის 2025 წლის სეზონის მე-19 ტურში ლოკო საგურამოში გონიოს შეხვდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
შეხვედრის 35-ე წუთზე, მეტოქეთა მხრიდან გოლი გაიტანა ჯაბა კასრელიშვილმა, მეორე ტაიმში კი 56 წუთზე ლაშა მენთეშაშვილმა შეძლო ანგარიშის გათანაბრება. შეხვედრაში იყო წითელი ბარათიც, რომელიც ლოკოს ფეხბურთელმა, დენის ამოაკომ მიიღო.
სატურნირო ცხრილში ლოკო 23 ქულით მეექვსე ადგილზეა.
მომდევნო ტურში კი თბილისის ლოკომოტივს გასვლითი შეხვედრა ექნება, ამბროლაურში, "მეშახტეს" წინააღმდეგ. მატჩი 25 აგვისტოს გაიმართება.