ფრე ვიტ ჯორჯიასთან

ფრე ვიტ ჯორჯიასთან
12/02/2018

ფრე ვიტ ჯორჯიასთან

ეროვნული ლიგის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, თბილისის ლოკომოტივმა მეოთხე ამხანაგური მატჩი გამართა. 13 თებერვალს, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდი ვიტ ჯორჯიას, საგურამოს ბაზაზე დაუპირისპირდა.

მატჩი 1:1 დასრულდა. ორივე გოლი პირველ ნახევარში გავიდა. მე-5 წუთზე ანგარიში ბექა კაკუშაძემ გახსნა. მე-15 წუთზე, წონასწორობა გიორგი ხიდეშელმა აღადგინა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ეროვნული ლიგის პირველ მატჩს ლოკომოტივი 4 მარტს, სამტრედიას წინააღმდეგ გამართავს. ლაშა ჭაღიაშვილის გუნდი ჩემპიონატის დაწყებამდე, შეკრებას საგურამოს ბაზაზე გაივლის.

ლოკომოტივი: თევდორაძე (შეროზია), უბილავა (კაპ) (კომახიძე), ხიდეშელი (ძებნიაური), ჭანტურია, კიკალიშვილი (ქურდაძე), სამურკასოვი, შონია, კობახიძე, კიკაბიძე (შეწირული), ჯიქია (კიკნაძე), არველაძე (ოზბეთელაშვილი)

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

more news