"გამარჯვების გარდა არაფერზე ვფიქრობთ"
"გამარჯვების გარდა არაფერზე ვფიქრობთ"
ეროვნული ლიგის 26-ე ტურში, ლოკომოტივი სამტრედიას ესტუმრება და მოქმედ ჩემპიონს დაუპირისპირდება.
მიმდინარე ჩემპიონატში ლოკო სამტრედიას ორჯერ დაუპირისპირდა. 22 აპრილს, სამტრედიაში გამართული მე-8 ტურის მატჩი უგოლოდ დასრულდა.
16 ივნისს, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, სამტრედიამ ლოკო მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
მოახლოებული მატჩის წინ ლოკომოტივის კაპიტანი დავით უბილავა საუბრობს. 23 წლის მცველის თქმით ლოკო სამტრედიაში მხოლოდ 3 ქულისთვის ითამაშებს.
"სამტრედიასთან მატჩისთვის სრული მობილიზებით ვემზადებით. ზედიზედ ოთხი მატჩი მოვიგეთ და გვინდა, ეს სერია ჩემპიონთან გამარჯვებით გავაგრძელოთ. თანაც, წინა ორ შემთხვევაში მათი დამარცხება ვერ მოვახერხეთ და ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა.
სტუმრად, სამტრედიასთან მოგებით სამეულისკენ დიდ ნაბიჯს გადავდგამთ. ყველა ვაცნობიერებთ რომ ადვილი თამაში არ გველის, მაგრამ სუსტი წერილი ყველა გუნდს აქვს და ვეცდებით საკუთარი შანსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ.
ბოლოდროინდელი წარმატებული თამაშის შემდეგ, გამარჯვების გარდა არაფერზე ვფიქრობთ". - ამბობს უბილავა.
გიორგი დევდარიანისა და გია ცეცაძის გუნდების დაპირისპირება 16 სექტემბერს, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.