გიორგი დევდარიანის გუნდი ნორჩ დინამოსთან დამარცხდა

გიორგი დევდარიანის გუნდი ნორჩ დინამოსთან დამარცხდა
14/03/2017

გიორგი დევდარიანის გუნდი ნორჩ დინამოსთან დამარცხდა

15 მარტს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/16 ფინალური ეტაპის მატჩში, ლოკომოტივი ნორჩ დინამოსთან დამარცხდა. რუსთავში, ფოლადის სტადიონზე გამართული დაპირისპირება, გიორგი დევდარიანის ფეხბურთელებმა 1:0 წააგეს.

მატჩის ერთადერთი გოლი, მე-11 წუთზე დინამოელთა 30-ე ნომერმა იაგო დეისაძემ გაიტანა.

 

52-ე წუთზე, მატჩის არბიტრმა ირაკლი ბუღრიძის წაქცევისთვის, დინამოელთა კარში პენალტი დანიშნა. ანგარიშის გათანაბრების შანსი გიორგი ხიდეშელმა ვერ გამოიყენა. ჩვენი გუნდის კაპიტანს, დინამოს მეკარე ბაჩო მიქავამ აჯობა და ბურთი მოიგერია.

63-ე წუთზე გოლის გატანის რეალური შანსი შეცვლაზე შესულ მამია გავაშელიშვილსაც ჰქონდა. ლოკომოტივის მე-9 ნომერმა დინამოს ერთი მცველი და მეკარე მოატყუა, მაგრამ მახვილი კუთხიდან გატანა ვერ შეძლო.

 

ნორჩ დინამოსთან მარცხით, გიორგი დევდარიანის გუნდი საქართველოს თასს დაემშვიდობა.

ლოკომოტივი მომდევნო მატჩს, 18 მარტს, ეროვნული ლიგის მესამე ტურში, საბურთალოს წინააღმდეგ გამართავს.

 

ლოკომოტივი: ქურდაძე, ჩიტეიშვილი, ხიდეშელი (კაპ), გაბაძე, ქიმერიძე (მენთეშაშვილი 46), სამურკასოვი, ვარძელაშვილი (გრძელიძე 72), არდაზიშვილი, ბუღრიძე, კიკნაძე, ოზბეთელაშვილი (გავაშელიშვილი 46)

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

 

გაფრთხილება: გაბაძე (39), მენთეშაშვილი (70), არდაზიშვილი (82),

არბიტრი: გიორგი ვარდიძე

more news