''გოლები თავდაჯერებულობისთვის ძალიან მჭირდებოდა''

''გოლები თავდაჯერებულობისთვის ძალიან მჭირდებოდა''
03/04/2017

''გოლები თავდაჯერებულობისთვის ძალიან მჭირდებოდა''

ლოკომოტივის ფორვარდმა მამია გავაშელიშვილმა, ფოთის კოლხეთთან დაპირისპირებისა და მის მიერ შესრულებული ჰეთთრიკის შესახებ ისაუბრა.

 

ჩვენი გუნდის მე-9 ნომერმა, კოლხეთი 1913-ს გოლები მე-16, მე-60 და 88-ე წუთებზე გაუტანა.

 

გავაშელიშვილმა ერთი საგოლე გადაცემაც შეასრულა, 64-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძეს გაატანინა.

 

''მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ანგარიშის მიუხედავად, ადვილი მატჩი არ ყოფილა. მიხარია, რომ გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შევიტანე.

 

გოლები თავდაჯერებულობისთვის ძალიან მჭირდებოდა. პირველ ტურებში რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენე. ყოველი გაფუჭებული ეპიზოდი, ფორვარდზე უარყოფითად მოქმედებს და გამონაკლისი მეც არ ვარ.

 

მშრალი სერია შევწყვიტე და ეროვნულ ლიგაში პირველი ჰეთთრიკი შევასრულე. ძალიან ბედნიერი ვარ!'' - ამბობს 22 წლის ფორვარდი.

 

გავაშელიშვილი, 3 გოლით ეროვნული ლიგის ბომბარდითა დავაში მეორე ადგილზეა.

more news