იბერია 2-ისა და ლოკოს მატჩი ფრედ დასრულდა

01/06/2025
იბერია 2-ისა და ლოკოს მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა 2-ის 2025 წლის სეზონის მე-16 ტურის მატჩი იბერია 2-სა და ლოკოს შორის ფრედ, 1:1 დასრულდა.
პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა 1:0 ნიკოლოზ ყველაშვილის გოლით მოიგო, მან მეტოქის კარში მე-14 წუთზე გაიტანა.
მეორე ნახევარში მეტოქე გააქტიურდა და 58-ე წუთზე დანიელ ქვარცხავამ წონასწორობა აღადგინა, რითიც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შედეგად, 16 ტურის შემდეგ ლოკომ 19 ქულა დააგროვა და ტურის დასრულებამდე მე-7 ადგილს იკავებს.
იბერია 2-თან მატჩის შემდეგ ეროვნულ ლიგა 2-ში შესვენება გამოცხადდება. თბილისის ლოკომოტივი მე-17 ტურის მატჩს 4 აგვისტოს სტუმრად სპაერთან ჩაატარებს.