''კოლხეთთან მატჩს სრულ მზადყოფნაში ვხვდები''
02/04/2017
''კოლხეთთან მატჩს სრულ მზადყოფნაში ვხვდები''
ფოთის კოლხეთთან დაპირისპირების წინ, ჩვენი გუნდის წევრმა გიორგი რეხვიაშვილმა ისაუბრა.
29 წლის მცველმა, ეროვნული ლიგის მე-4 ტურში, ქუთაისის ტორპედოსთან ტრავმის გამო ვერ ითამაშა.
''ფოთის კოლხეთთან მატჩს სრულ მზადყოფნაში ვხვდები. დაძაბული მატჩი გველის, მიმდინარე სეზონში კოლხეთი საკმაოდ კარგად გამოიყურება.
ბოლო ორ მატჩში ქულები დავკარგეთ და შევეცდებით ხვალინდელი თამაში დადებითი შედეგით დავასრულოთ.'' - ამბობს რეხვიაშვილი.
კოლხეთი 1913-ისა და ლოკომოტივის დაპირისპირება, 4 აპრილს, ჩელე არენაზე, 16:00 საათზე გაიმართება.