ლაშა ჭაღიაშვილი: ვიცოდით, რომ საბურთალოსთან რთული მატჩი იქნებოდა

ლაშა ჭაღიაშვილი: ვიცოდით, რომ საბურთალოსთან რთული მატჩი იქნებოდა
19/03/2017

ლაშა ჭაღიაშვილი: ვიცოდით, რომ საბურთალოსთან რთული მატჩი იქნებოდა

18 მარტს, საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე ტურში, თბილისის ლოკომოტივი საბურთალოსთან დამარცხდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული დაპირისპირება, მასპინძლებმა 2:1 მოიგეს.

 

მატჩის შემდეგ, წაგების მიზეზებზე, ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ლაშა ჭაღიაშვილმა ისაუბრა.

 

''წინასწარ ვიცოდით, რომ საბურთალოსთან დაძაბული და რთული მატჩი იქნებოდა. ამისთვის სათანადოდაც ვემზადებოდით. ვფიქრობ საინტერესო შეხვედრა გამოდგა, ბევრი ორთაბრძოლა და საინტერესო ეპიზოდი ვიხილეთ.

 

თამაშს ვიგებდით, მაგრამ გარკვეული ხარვეზების გამო, საკუთარ კარში ორი ბურთი მივიღეთ, რის გამოც წავაგეთ. მეორე ტაიმში, ჩვენც შეგვეძლო გატანა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ მომენტი. მინდა საბურთალოს გამარჯვება მივულოცო.'' - ამბობს მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.

more news