ლევან კორღალიძე ლოკომოტივს აღარ გაწვრთნის
29/03/2020
ლევან კორღალიძე ლოკომოტივს აღარ გაწვრთნის
ლევან კორღალიძემ "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.
ახალგაზრდა სპეციალისტმა გუნდი გასული წლის აპრილში ჩაიბარა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურის მოპოვების გარდა, "ლოკომოტივი" საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალშიც გაიყვანა.
კლუბის სახელით, მადლობას ვუხდით ლევანს თავდაუზოგავი მუშაობისთვის, მიღწეული შედეგებისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში