ლევან ქურდაძემ ლოკომოტივი დატოვა
06/01/2019
ლევან ქურდაძემ ლოკომოტივი დატოვა
ლევან ქურდაძემ თბილისის ლოკომოტივი დატოვა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.
ქურდაძემ ლოკოში ორი სეზონის მანძილზე ითამაშა. 2017 წელს მან ეროვნული ლიგის 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 2018 წელს კი ლოკოს მაისური 16-ჯერ მოირგო.
ლოკომოტივი მადლობას უხდის ლევანს კლუბში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში.