ლოკომოტივმა ამხანაგურ მატჩში გაგრა დაამარცხა
ლოკომოტივმა ამხანაგურ მატჩში გაგრა დაამარცხა
თბილისის ლოკომოტივმა ამხანაგურ მატჩში გაგრა დაამარცხა. 3 ივნისს, საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა 3-0 მოიგო.
ანგარიში მე-18 წუთზე დავით ჯიქიამ, ოთარ კობახიძის პასით გახსნა. 36-ე წუთზე კობახიძემ ლოკოს უპირატესობა ორამდე გაზარდა.
მატჩის საბოლოო ანგარიში 54-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა ლაშა ოზბეთალაშვილმა დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ მეორე ნახევარში, თამაშში რატი არდაზიშვილი ჩაერთო, რომელმაც თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, პირველად ითამაშა.
რატიმ მძიმე ტრავმა გადაიტანა და სრულფასოვნად ვარჯიში რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, ამიტომ მწვრთნელების გადაწყვეტილებით მხოლოდ 20 წუთი ითამაშა.
რამდენიმეთვიანი ტრავმის შემდეგ ითამაშა ირაკლი კომახიძემაც, რომელიც თამაშში მეორე ნახევარში ჩაერთო და მთელი ტაიმი ჩაატარა.
ლოკომოტივი: თევდორაძე (გუგუშვილი 71), უბილავა (კაპ), ქურდაძე, ნ.ჭანტურია (ლობჟანიძე 46), გაბაძე (ჯაფარიძე 62), ანდრონიკაშვილი (ცნობილაზე 46), შეწირული (კომახიძე 46), კობახიძე (არდაზიშვილი 46, წულეისკირი 66), კიკაბიძე (შეყილაძე 46), გავაშელიშვილი (კიკნაძე 46), ჯიქია (ოზბეთელაშვილი 46)
მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი