ლოკომოტივი დილასთან დამარცხდა

ლოკომოტივი დილასთან დამარცხდა
04/12/2018

ლოკომოტივი დილასთან დამარცხდა

ეროვნული ლიგის 35-ე ტურში, თბილისის ლოკომოტივი გორის დილასთან დამარცხდა. 4 დეკემბერს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი, მასპინძლებმა 4-0 მოიგეს.

დილასთან მატჩში, ლოკოს ნიკა ჭანტურია, თეიმურაზ შონია, ზურიკო დავითაშვილი და რევაზ ინჯგია დააკლდა.

ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდის ორმა წევრმა ალექსნდრე ანდრონიკაშვილმა და ლევან გრძელიძემ.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა 1-0 მოიგეს. გოლი ტაიმის მიწურულს მიკოლა კოვტალიუკმა გაიტანა.

მეორე ნახევარში ლაშა ჭაღიაშვილმა შეტევის გასაძლიერებლად ორი ცვლილება განახორციელა. ირაკლი კომახიძე ოთარ კობახიძემ შეცვალა, ლევან გრძელიძის ნაცვლად კი თამაშში ლოკოს აკადემიის 19 წლამდე გუნდის კიდევ ერთი წევრი, ლაშა ოზბეთელაშვილი ჩაერთო.

75-ე წუთზე ლევან ნონიკაშვილმა ლუკა შეროზიას კარი აიღო. 81-ე წუთზე, დავით სამურკასოვის ნაცვლად მოედანზე ლუკა ჯანაშია შევიდა. 18 წლის ნახევარმცველი ლოკომოტივის აკადემიის 19 წლამდე გუნდის კაპიტანია. მან, მთავარი გუნდის შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

89-ე წუთზე კოვტალიუკმა, თერთმეტმეტრიანი დარტყმით, დუბლი შეასრულა. მატჩის საბოლოო შედეგი, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, დავით რაჟამაშვილმა დააფიქსირა.

ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურში ლოკო 8 დეკემბერს რუსთავს დაუპირისპირდება. მატჩი მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, 15:00 საათზე გაიმართება.

ლოკომოტივი: შეროზია, უბილავა (კაპ), ქურდაძე, ანდრონიკაშვილი, გაბაძე, გვალია, სამურკასოვი (ჯანაშია 81), კომახიძე (კობახიძე 56), არდაზიშვილი, გრძელიძე (ოზბეთელაშვილი 73), გავაშელიშვილი

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

გაფრთხილება: სამურკასოვი (33), გვალია (80)

არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია

more news