ლოკომოტივი VS დილა - ისტორია

ლოკომოტივი VS დილა - ისტორია
11/04/2017

ლოკომოტივი VS დილა - ისტორია

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-7 ტურში, თბილისის ლოკომოტივი გორის დილას დაუპირისპირდება. ეროვნულ ლიგაში (წარსულში უმაღლესი ლიგა), ლოკომოტივი და დილა, 12 აპრილს ერთმანეთს 25-ედ შეხვდებიან.

 

24 მატჩიდან, 13-ჯერ გამარჯვება ლოკომოტივმა მოიპოვა, 4-ჯერ დილამ, ხოლო 7 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

 

პირველად, ლოკომოტივი და დილა ერთმანეთს 1997 წლის 11 ნოემბერს დაუპირისპირდნენ.

 

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, თემურ მახარაძის ფეხბურთელებმა 2:1 მოიგეს. ჩვენი გუნდის შემადგენლობიდან, ორივე გოლი გვაზავამ გაიტანა.

 

ლოკომოტივმა, დილა ყველაზე დიდი ანგარიშით, 2001 წლის 18 მარტს დაამარცხა. გივი ნოდიას ფეხბურთელებმა, გორელებს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს. დილას რუსიამ და შენგელიამ დუბლი შეუსრულეს, ჭიჭვეიშვილმა კი ერთი გოლი გაიტანა.

 

აღსანიშნავია, 2006 წლის 21 ოქტომბერს, თბილისში გამართული დაპირისპირებაც. ამირან მინაშვილის ფეხბურთელებმა დილას 3:0 მოუგეს. გორელებს დუბლი გუშარაშვილმა შეუსრულა, ერთი გოლი კი ლევან ყენიამ გაიტანა.

 

ლოკომოტივისა და დილას უკანასკნელი დაპირისპირება, 2016 წლის 30 აპრილს გაიმართა. ჟერარდ სარაგოსას გუნდი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 2:0 დამარცხდა.

more news