ლოკომოტივი VS ტორპედო - ისტორია

ლოკომოტივი VS ტორპედო - ისტორია
29/03/2017

ლოკომოტივი VS ტორპედო - ისტორია

1 აპრილს, საქართველოს ეროვნული ლიგის მე-4 ტურში, თბილისის ლოკომოტივი ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდება. გიორგი დევდარიანისა და კახა ჩხეტიანის გუნდების მატჩს მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანი უმასპინძლებს. თამაში 14:45 წუთზე დაიწყება.

 

ლოკომოტივი და ტორპედო ტრადიციული მეტოქეები არიან და ეროვნულ ლიგაში (წარსულში უმაღლესი ლიგა), ერთმანეთს 30-ჯერ დაუპირისპირდნენ. ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ქუთაისელთა მხარესაა.

 

ტორპედომ 30-დან 15-ჯერ მოახერხა ლოკომოტივის დამარცხება. 8 მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 7-ჯერ გამარჯვება ჩვენმა გუნდმა მოიპოვა.

 

პირველი მატჩი, ლოკომოტივსა და ტორპედოს შორის 1997 წლის 8 აგვისტოს გაიმართა და ქუთაისელთა გამარჯვებით 4:1 დასრულდა. ლოკომოტივის შემადგენლობიდან, ერთადერთი გოლი გიორგი გვაზავამ გაიტანა. მაშინ, ჩვენი გუნდის მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი იყო.

 

ლოკომოტივმა ტორპედოს დამარცხება პირველად, 2001 წლის 23 მაისს მოახერხა. ჩვენმა გუნდმა, მეტოქეს კახა გოგიჩაიშვილის გოლით მოუგო. ლოკომოტივს მაშინ გივი ნოდია წვრთნიდა.

 

ყველაზე დიდი სხვაობით, ლოკომოტივმა ტორპედო 2003 წლის 13 ნოემბერს დაამარცხა. ლუის ცაკარაისის ფეხბურთელებმა ქუთაისელებს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. თავი დავით სირაძემ, ირაკლი ვაშაკიძემ და თენგიზ უგრეხელიძემ გამოიჩინეს.

 

ლოკომოტივისა და ტორპედოს უკანასკნელი დაპირისპირება 2016 წლის 15 ოქტომბერს გაიმართა, რომელშიც ჟერარდ სარაგოსას გუნდი 3:0 დამარცხდა.

more news