ლოკომოტივი ბათუმის დინამოსთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
ლოკომოტივი ბათუმის დინამოსთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
ეროვნული ლიგის მე-19 ტურში, თბილისის ლოკომოტივი ბათუმის დინამოსთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში, სადებიუტო მატჩი ჩაატარეს მცველმა ლევან ქურდაძემ და ნახევარმცველმა გიორგი გოროზიამ.
ანგარიშის გახსნა მასპინძლებმა მე-13 წუთზე შეძლეს. მატჩის ერთადერთი გოლი ელგუჯა გრიგალაშვილის ანგარიშზეა. ბათუმელთა შეტევა მარცხენა ფლანგიდან განვითარდა, შემდეგ ბურთი საჯარიმოში მყოფ თემურ ჩოგაძეს მიუვიდა, რომელმაც ძლიერი დარტყმით სცადა გატანა.
მასპინძელთა მე-18 ნომერს რევაზ თევდორაძემ აჯობა და ბურთი მოიგერია, დამატებაზე გრიგალაშვილს ხელი ვერავინ შეუშალა და მანაც გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.
ანგარიშის გათანარება ლოკომოტივის პირველივე ტაიმში, ჯერ ირაკლი სიხარულიძის, ხოლო შემდეგ გიორგი რეხვიაშვილის დარტყმით შეეძლო. ორივე მათგანს სიზუსტე დააკლდა.
მეორე ნახევარში ლოკომოტივმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვა. გატანის კარგი შანსი ჰქონდა ვატო არველაძეს, რომლის დარტყმულიც ხარიხას მოხვდა.
ამ მომენტის შემდეგ, არველაძე ნოდარ ქავთარაძემ შეცვალა, დავით სამურკასოვი კი გიორგი გოროზიას ნაცვლად ჩაერთო თამაშში.
67-ე წუთზე, გიორგი დევდარიანმა უკანასკნელი ცვლილება განახორციელა. გიორგი რეხვიაშვილის ნაცვლად, თამაშში გიორგი კიკნაძე ჩაერთო.
მასპინძელთა კარის ძელს ბურთი კიდევ ერთხელ ნიკა ჭანტურიამ მოარტყა. რეალური შანსი ჰქონდა გუნდის კაპიტან დავით უბილავასაც, რომელმაც ახლო მანძილიდან ვერ შეძლო გატანა.
69-ე წუთზე, მთავარმა მსაჯმა მოედნიდან ზურაბ არზიანი გააძევა. 3 წუთში კი ირაკლი კომახიძეს უჩვენა წითელი ბარათი.
ეროვნული ლიგის მომდევნო მატჩს, ლოკო დინამო თბილისის წინააღმდეგ გამართავს. დედაქალაქური დერბი 29 ივლისს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, 18:00 საათზე გაიმართება.
ლოკომოტივი: თევდორაძე, კომახიძე, რეხვიაშვილი (კიკნაძე 67), ქურადძე, ჩიტეიშვილი, უბილავა (კაპ), ჭანტურია, დიასამიძე, გოროზია (სამურკასოვი 62), არველაძე (ქავთარაძე 53), სიხარულიძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
გაფრთხილება: უბილავა (45+1), სამურკასოვი (74), ლ.ქურდაძე (90+2)
გაძევება: (კომახიძე (72)
მთავარი მსაჯი: გ.კიკაჩეიშვილი