ლოკომოტივი მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა

ლოკომოტივი მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა
15/03/2018

ლოკომოტივი მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა

თბილისის ლოკომოტივი საქართველოს მოქმედ ჩემპიონ, ქუთაისის ტორპედოსთან, დიდი ანგარიშით დამარცხდა. 16 მარტს, ეროვნული ლიგის მე-3 ტურში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართული დაპირისპირება, მასპინძლებმა 4:0 მოიგეს.

თბილისური დერბის შემდეგ, ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა ლაშა ჭაღიაშვილმა შემადგენლობაში ერთი ცვლილება განახორციელა. ტრავმირებული დავით უბილავას ნაცვლად, ტორპედოსთან ირაკლი კომახიძემ ითამაშა.

პირველ ნახევარში, ლოკომ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. მე-4 წუთზე მამია გავაშელიშვლს, 24-ე წუთზე კი ვატო არველაძეს შეეძლო გატანა. ტორპედოს კაპიტანმა, როინ კვასხვაძემ ორივე შემთხვევაში უშეცდომოდ ითამაშა.

27-ე წუთზე გავაშელიშვილი კვასხვაძესთან პირისპირ დარჩა, თუმცა ლოკოს ფორვარდს კლავ ქუთაისელთა მეკარემ აჯობა. მომდევნო ეპიზოდში ანგარიში გაიხსნა.

37-ე წუთზე ლევან კუტალიამ რევაზ თევდორაძის კარი აიღო. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, თორნიკე კაპანაძემ შორეული დარტყმით, მეორე გოლი გაიტანა.

მეორე ნახევარში, ცვლილებების მიუხედავად, ლოკომოტივს რეალური საგოლე მომენტის შექმნა გაუჭირდა. 63-ე წუთზე კუტალიამ დუბლი შეასრულა. 79-ე წუთზე კი ვატო არველაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ლაშა ჭაღიაშვილის გუნდი მომდევნო მატჩს, სანაკრებო პაუზის შემდეგ, 31 მარტს, საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ გამართავს.

ლოკომოტივი: თევდორაძე, კომახიძე, ქურდაძე, ნ.ჭანტურია (კაპ), გაბაძე, შონია, გვალია (კიკაბიძე 61), სამურკასოვი (ღონღაძე 77), დავითაშვილი (კიკნაძე 73), არველაძე, გავაშელიშვილი

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

გაფრთხილება: გვალია (35), ნ. ჭანტურია (56), არველაძე (87)

more news