ლოკომოტივი ტორპედოსთან მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება
21/10/2017
ლოკომოტივი ტორპედოსთან მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება
თბილისის ლოკომოტივი, ეროვნული ლიგის 31-ე ტურში, ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდება. 23 ოქტომბერს გასამართ მატჩს, გიორგი დევდარიანის გუნდი დიდი დანაკლისით ხვდება.
მამია გავაშელიშვილთან და ირაკლი კომახიძესთან ერთად, ტრავმირებულთა რიგებს ბექა ქურდაძე, გიორგი რეხვიაშვილი, თეიმურაზ ღონღაძე, გეგა დიასამიძე და ვატო არველაძე შეუერთდნენ.
დისკვალიფიკაციის გამო, ტორპედოსთან დაპირისპირებას დავით სამურკასოვი და ნიკა ჭანტურიაც გამოტოვებენ.
საბურთალოსთან მატჩის მსგავსად, ქუთაისელებთან, თავის გამოჩენის შანსი ახალგაზრდა ფეხბურთელებს მიეცემათ.
ტორპედოსა და ლოკომოტივის დაპირისპირება რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, 18:00 საათზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია Silk უნივერსალი შემოგთავაზებთ.