ლოკომოტივის სამი ფეხბურთელი 19 წლამდე ნაკრებში
18/03/2017
ლოკომოტივის სამი ფეხბურთელი 19 წლამდე ნაკრებში
თბილისის ლოკომოტივის სამი ფეხბურთელი საქართველოს 19 წლამდე ნაკრებშია მიწვეული.
25 და 27 მარტს, რუსეთის ნაკრებთან გასამართი ამხანაგური მატჩებისთის, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დავით სამურკასოვი, რატი არდაზიშვილი და ირაკლი ბუღრიძე გამოიძახა.
ორივე ამხანაგური მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, 16:00 საათზე გაიმართება.