ლოკომოტივის 4 ფეხბურთელი 21 წლამდე ნაკრებში მიიწვიეს
17/01/2018
ლოკომოტივის 4 ფეხბურთელი 21 წლამდე ნაკრებში მიიწვიეს
საქართველოს 21 წლამდე ნაკრებში თბილისის ლოკომოტივის 4 ფეხბურთელი მიიწვიეს.
აზერბაიჯანის ახალგაზრდულ ნაკრებთან დაპირისპირებისთვის, ლოკომოტივიდან, გია ცეცაძემ ირაკლი კომახიძე, დავით სამურკასოვი, გიორგი კიკნაძე და ვატო არველაძე მიიწვია.
21 წლამდე ნაკრები 19 იანვარს თურქეთში, კერძოდ ლარაში გაემგზავრება, სადაც 5 დღიან შეკრებას გაივლის.
ქართველი და აზერბაიჯანელი ფეხბურთელების ამხანაგური მატჩი 23 იანვარს გაიმართება.