ლოკომოტივისა და ტორპედოს დაპირისპირება ფრედ დასრულდა

ლოკომოტივისა და ტორპედოს დაპირისპირება ფრედ დასრულდა
01/04/2017

ლოკომოტივისა და ტორპედოს დაპირისპირება ფრედ დასრულდა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-4 ტურში, თბილისის ლოკომოტივი ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდა და ფრე ითამაშა. გიორგი დევდარიანისა და კახა ჩხეტიანის გუნდების დაპირისპირება 1:1 დასრულდა.

 

მატჩის მე-20 წუთზე, ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა იძულებითი ცვლილება განახორციელა. გეგა დიასამიძის ნაცვლად, რომელმაც ტრავმა მიიღო, მოედანზე ზურაბ მენთეშაშვილი შევიდა.

 

ზუსტად 4 წუთში, ლოკომოტივმა ანგარიში გახსნა. ქუთაისელთა კარში გოლი გიორგი კიკნაძემ გაიტანა. სტუმრებმა წონასწორობა ერთ წუთში, ნიკოლოზ საბანაძის გოლით აღადგინეს.

 

48-ე წუთზე, გიორგი დევდარიანს მეორე იძულებითი ცვლილების გამოყენება დასჭირდა. ზურაბ მენთეშაშვილის ნაცვლად, თამაშში რევაზ ჩიტეიშვილი ჩაერთო.

 

მეორე ნახევარში, გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა მამია გავაშელიშვილს, რომლის დარტყმულიც კარს მცირე მანძილით აცდა. ოთხი ტურის შემდეგ, ლოკომოტივს 7 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზეა.

 

ლოკომოტივი: ქურდაძე, უბილავა (კაპ), ხიდეშელი, ჭანტურია, ღონღაძე, სამურკასოვი, დიასამიძე (მენთეშაშვილი 20, ჩიტეიშვილი 48), ქავთარაძე, კიკნაძე (არდაზიშვილი 78), გავაშელიშვილი, სიხარულიძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

 

გოლები: 1:0 კიკნაძე (24), 1:1 საბანაძე (25)

გაფრთხილება: კიკნაძე (45), გავაშელიშვილი (49), სამურკასოვი (72)

არბიტრი: გ.ყრუაშვილი

more news