ლოკომოტივმა კოლხეთი 1913 დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლოკომოტივმა კოლხეთი 1913 დიდი ანგარიშით დაამარცხა
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-5 ტურში, თბილისის ლოკომოტივმა კოლხეთი 1913 დაამარცხა. ჩელე არენაზე გამართული დაპირისპირება, გიროგი დევდარიანის ფეხბურთელებმა 0:5 მოიგეს.
მე-16 წუთზე მამია გავაშელიშვილმა ანგარიში გიორგი კიკნაძის პასით გახსნა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. პირველ ნახევარში, ლოკომოტივის მე-9 ნომერს გოლის გატანის კიდევ ერთი შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა.
რამდენიმე წუთში გატანა შეეძლო ირაკლი სიხარულიძესაც, მაგრამ მისი დარტყმა კარს მცირე მანძილით აცდა. მე-60 წუთზე, გავაშელიშვილმა ნოდარ ქავთარაძის პასით დუბლი შეასრულა. ოთხ წუთში, ირაკლი სიხარულიძემ მამია გავაშელიშვილის პასით ანგარიში 0:3 გახადა.
81-ე წუთზე სიხარულიძემ ქავთარაძის პასით კოლხეთს მეოთხე გოლი გაუტანა, შვიდ წუთში კი გავაშელიშვილმა, დავით უბილავას პასით, ჰეთთრიკი შეასრულა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
სიხარულიძე (4 გოლით) და გავაშელიშვილი (3 გოლით) ბომბარდირთა დავას, ლოკომოტივი კი სატურნირო ცხრილს 10 ქულით ლიდერობს.
გიორგი დევდარიანის გუნდი მომდევნო მატჩს 8 აპრილს, ქობულეთის შუქურას წინააღმდეგ გამართავს.
ლოკომოტივი: ქურდაძე, უბილავა (კაპ), რეხვიაშვილი, ჭანტურია, ღონღაძე, სამურკასოვი (გაბაძე 72), არდაზიშვილი (არველაძე 65), ქავთარაძე, კიკნაძე (ჩიტეიშვილი57), გავაშელიშვილი, სიხარულიძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი