ლოკომოტივმა შევარდენი 1906 დაამარცხა

ლოკომოტივმა შევარდენი 1906 დაამარცხა
31/01/2018

ლოკომოტივმა შევარდენი 1906 დაამარცხა

თბილისის ლოკომოტივმა, ამხანაგურ მატჩში, შევარდენი 1906 დაამარცხა. 1 თებერვალს, საგურამოს ბაზაზე, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა მეტოქეს 2:0 მოუგო.

ლოკომ პირველი ნახევარი, დავით ჯიქიას გოლით მოიგო. 23 წლის ფორვარდმა თავი მე-7 წუთზე გამოიჩინა.

მეორე გოლი თეიმურაზ ღონღაძის ანგარიშზეა. ლოკოს მცველმა, მატჩის საბოლოო შედეგი 75-ე წუთზე დააფიქსირა.

ლოკომოტივის შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ზურიკო დავითაშვილს, რომელიც გუნდს 31 იანვარს, საქართველოს 17 წლამდე ნაკრებიდან შეუერთდა.


ლოკომოტივი: თევდორაძე, უბილავა (კაპ), ძებნიაური, ქურდაძე, გაბაძე, შონია, სამურკასოვი, კიკნაძე, დავითაშვილი, კობახიძე, ჯიქია

მეორე ტაიმი: შეროზია, ხიდეშელი, ჭანტურია (კაპ), ღონღაძე, ანდრონიკაშვილი, გვალია, შეწირული, კობახიძე (წულეისკირი), დავითაშვილი (შეყილაძე), კიკაბიძე, ოზბეთელაშვილი

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

more news