ლოკომოტივს ფიზმომზადების ახალი მწვრთნელი ჰყავს

ლოკომოტივს ფიზმომზადების ახალი მწვრთნელი ჰყავს
26/06/2017

ლოკომოტივს ფიზმომზადების ახალი მწვრთნელი ჰყავს

თბილისის ლოკომოტივს ახალი ფიზმომზადების მწვრთნელი ჰყავს. აღნიშნულ პოზიციაზე ოთარ საბანაძე იმუშავებს. 28 წლის მწვრთნელსა და კლუბს შორის 3 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

 

საბანაძემ, ლოკომოტივში შალვა ღონღაძე შეცვალა, რომელიც ჩვენს გუნდში 2014 წლიდან მუშაობდა. ღონღაძე სამწვრთნელო კარიერას ქუთაისის ტორპედოში გააგრძელებს.

 

28 წლის სპეციალისტი, ბოლო წლებში დინამო თბილისის აკადემიაში, ფიზმომზადების მიმართულებას ხელმძღვანელობდა. იგი A ლიცენზიას ფლობს და ამასთანავე, სფფ-ის მწვრთნელთა განათლების ინსტრუქტორია.

 

ლოკომოტივთან ერთად, პირველი ვარჯიში საბანაძემ 27 ივნისს ჩაატარა. გიორგი დევდარიანის გუნდმა, ერთკვირიანი პაუზის შემდეგ, მზადება საგურამოს ბაზაზე სწორედ დღეს განაახლა.

more news