ლოკო ბოლნისის სიონს შეხვდება
30/08/2024
ლოკო ბოლნისის სიონს შეხვდება
თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 2024 წლის სეზონის 23-ე ტურის შეხვედრისთვის ემზადება, რომელსაც სტუმრად ბოლნისის სიონთან ჩაატარებს.
გასულ ტურში ლოკო საკუთარ მოედანზე შტურმთან დამარცხდა. ამ მომენტისთვის ჩვენს გუნდს 26 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-8 ადგილზეა.
რაც შეეხება მეტოქეს, სიონი წელს დამაჯერებლად გამოიყურება და 39 ქულით ცხრილში მე-2 პოზიციაზეა. 22-ე ტურში ბოლნისელებმა ხობის კოლხეთთან ნულოვანი ფრე ითამაშეს.
მიმდინარე სეზონში ლოკოსა და სიონისთვის მესამე შეხვედრა იქნება, წინა 2 მატჩი მეტოქის გამარჯვებით დასრულდა.
ამ მატჩის შემდეგ სანაკრებო პაუზა დაიწყება და ეროვნულ ლიგა 2-ს ლოკო 15 სექტემბერს დაუბრუნდება.
თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე სიონისა და ლოკომოტივის შეხვედრა 1 სექტმბერს, 17:00 საათზე დაიწყება.