ლოკო დინამო თბილისი 2-თან შეხვედრისთვის ემზადება

ლოკო დინამო თბილისი 2-თან შეხვედრისთვის ემზადება
21/08/2024

ლოკო დინამო თბილისი 2-თან შეხვედრისთვის ემზადება

თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 2024 წლის სეზონის 21-ე ტურის მატჩისთვის ემზადება, რომელსაც სტუმრად დინამო თბილისი 2-თან ჩაატარებს.

 

ლოკომ გასულ ტურში ვიტ ჯორჯიასთან მატჩი ფრედ, 1:1 დაასრულა, შეხვედრაში თავის გამოჩენა ლაშა ოზბეთელაშვილმა პირველ ტაიმში მოახერხა. ამ მომენტისთვის ჩვენს გუნდს 23 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-7 ადგილზეა.

 

რაც შეეხება მომავალ მეტოქეს, დინამო თბილისი 2 36 ქულით მეორე ადგილზეა. გარკვეული პერიოდი კი ეს გუნდი ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერიც იყო. ბოლო ტურში დინამომ ხობის კოლხეთი სტუმრად 4:2 დაამარცხა.

 

მიმდინარე სეზონში ლოკოსა და დინამო 2-ს შორის 2 მატჩი შედგა. ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო მეორეში მეტოქემ გაიმარჯვა.

 

გუნდებს შორის 21-ე ტურის მატჩი 23 აგვისტოს 19:00 საათზე დაიწყება.

more news