ლოკო ფოთის კოლხეთი 1913-თან სათამაშოდ ემზადება
ლოკო ფოთის კოლხეთი 1913-თან სათამაშოდ ემზადება
თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 35-ე ტურის შეხვედრას სტუმრად, ფოთის კოლხეთი 1913-თან ჩაატარებს.
ჩვენი გუნდი უკანასკნელ პერიოდში კარგ ფორმაშია, უკანასკნელ 7 თამაშში ლოკომ 4-ჯერ გაიმარჯვა, 2-ჯერ ფრე ითამაშა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. წინა ტურში ვიტ ჯორჯიასთან 0:1 ვმარცხდებოდით და თამაშის შემოტრიალება მოვახერხეთ - 3:1.
რაც შეეხება მეტოქეს, ფოთის კოლხეთი 1913-ისთვის ხვალინდელ მატჩს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ფოთელები 73 ქულით ეროვნულ ლიგა 2-ში მეორე ადგილზე არიან და საგარეჯოს გარეჯს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან. ეროვნული ლიგის საგზურს პირველ ადგილზე გასული გუნდი კი პირდაპირ მიიღებს.
ლოკომოტივი და ფოთის კოლხეთი 1913 მიმდინარე სეზონში ერთმანეთს 3-ჯერ შეხვდნენ. ჩვენმა გუნდმა ერთხელ ფრედ ითამაშა, ხოლო ორჯერ დამარცხდა. ლოკოსთვის ეს იქნება ბოლოსწინა მატჩი ეროვნული ლიგა 2-ის პლეი აუტის წინ, რომელიც დეკემბერში გაიმართება.
ფოთის კოლხეთი 1913-ისა და ლოკომოტივის მატჩი ფოთში, ფაზისის სტადიონზე 27 ნოემბერს, 18:00 საათზე შედგება.
ეროვნული ლიგა 2 I 35-ე ტური:
სიონი - მარტვილის მერანი
თბილისის მერანი - სპაერი
კოლხეთი 1913 - ლოკომოტივი
დინამო თბილისი 2 - ხობის კოლხეთი
ვიტ ჯორჯია - გარეჯი