ლოკო გარეჯთან დამარცხდა
04/08/2024
ლოკო გარეჯთან დამარცხდა
საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის მე-18 ტურის შეხვედრა თბილისის ლოკომოტივმა სტუმრად საგარეჯოს გარეჯთან ჩაატარა და 0:1 დამარცხდა.
მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა შეხვედრაში ერთადერთი გოლის გატანა 28-ე წუთზე მიშიკო სარდალაშვილმა მოახერხა.
18 ტურის შემდეგ ლოკოს ეროვნულ ლიგა 2-ში 19 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-8 ადგილზეა.
ჩვენი გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 10 აგვისტოს სტუმრად სპაერთან ჩაატარებს.