ლოკო მარტვილის მერანთან დამარცხდა

29/03/2025
ლოკო მარტვილის მერანთან დამარცხდა
თბილისის ლოკომოტივმა ეროვნული ლიგა 2-ის 2025 წლის სეზონის მესამე ტურის მატჩი საგურამოში მარტვილის მერანთან გამართა და 1:2 დამარცხდა.
შეხვედრაში ანგარიში მე-5 წუთზე ჯავოხირ ესონკულოვმა გახსნა და მარტვილელები დააწინაურა. დენის ამოაკოს პასით 37-ე წუთზე ლაშა კალანდაძემ წონასწორობა აღადგინა და ტაიმი ფრედ დასრულდა.
მეორე ნახევარში ერთადერთი გოლი 67-ე წუთზე ისევ ესონკულოვმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მომდევნო ტურის მატჩს ჩვენი გუნდი 2 აპრილს სამტრედიასთან სტუმრად ჩაატარებს.