ლოკო მე-11 ტურის მატჩს საგურამოში მეშახტესთან გამართავს

08/05/2025
ლოკო მე-11 ტურის მატჩს საგურამოში მეშახტესთან გამართავს
თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 2025 წლის სეზონის მე-11 ტურის მატჩისთვის ემზადება, რომელსაც საგურამოში ტყიბულის მეშახტესთან გავმართავთ.
ამ მომენტისთვის ჩვენს გუნდს 11 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-6 ადგილზეა, ხოლო ტყიბულის მეშახტე სატურნირნო ცხრილში 10 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.
პირველ წრეში გუნდებს შორის გამართული მატჩი 1:1 დასრულდა.
ლოკოსა და მეშახტეს შეხვედრა საგურამოში 8 მაისს 19:00 საათზე დაიწყება.