ლოკო მე-18 ტურში დინამო თბილისი 2-ს უმასპინძლებს

ლოკო მე-18 ტურში დინამო თბილისი 2-ს უმასპინძლებს
10/08/2025

ლოკო მე-18 ტურში დინამო თბილისი 2-ს უმასპინძლებს

თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 2025 წლის სეზონის, მე-18 ტურის მატჩს, საგურამოში, დინამო თბილისი 2-თან ჩაატარებს.

მიმდინარე წელს გუნდები ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც ორივე შეხვედრა ლოკოს გამარჯვებით დასრულდა. პირველ შემთხვევაში ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაში ლოკომ გასვლაზე 0-1 დაამარცხა მეტოქე, ხოლო მეორე შემთხვევაში საქართველოს თასის 1/16 ფინალში, საგურამოში, ჩვენმა გუნდმა 3-0 გაიმარჯვა. 

ლოკოსა და დინამო თბილისი 2-ის შეხვედრა საგურამოში 11 აგვისტოს, 18:00 საათზე დაიწყება.

more news