ლოკო მე-20 ტურში ვიტ ჯორჯიასთან ითამაშებს

ლოკო მე-20 ტურში ვიტ ჯორჯიასთან ითამაშებს
15/08/2024

ლოკო მე-20 ტურში ვიტ ჯორჯიასთან ითამაშებს

თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 2024 წლის სეზონის მე-20 ტურის მატჩისთვის ემზადება, რომელსაც მიხეილ მესხის სტადიონზე 17 აგვისტოს ვიტ ჯორჯიასთან ჩაატარებს.

 

გასულ ტურში ჩვენმა გუნდმა სპაერი სტუმრად 5:0 დაამარცხა. დავით ბუკიამ დუბლი შეასრულა, ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა, მამია გავაშელიშვილმა და ლუკა წულუკიძემ კი თითო გოლი გაიტანეს.

 

ეროვნული ლიგის განახლების შემდეგ ლოკომ 3 მატჩი ჩაატარა, 6 ქულა მოიპოვა და გათამაშების ცხრილში 22 ქულით მე-8 ადგილზეა.

 

ჩვენი მეტოქე ვიტ ჯორჯია 26 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო რაც სეზონი განახლდა, ჯერ არ დამარცხებულა - სიონს სძლია, ხოლო რუსთავთან და ხობის კოლხეთთან ფრე ითამაშა.

 

მიმდინარე სეზონში გუნდები ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ, ორივე მატჩი მეტოქის გამარჯვებით დასრულდა.

 

ეროვნული ლიგა 2-ის მე-20 ტურის მატჩი ლოკოსა და ვიტ ჯორჯიას შორის 17 აგვისტოს 20:00 საათზე დაიწყება.

more news