ლოკო პირველი წრის ბოლო ტურში გარეჯს უმასპინძლებს
ლოკო პირველი წრის ბოლო ტურში გარეჯს უმასპინძლებს
თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის პირველი წრის ბოლო, მე-9 ტურის მატჩს საკუთარ მოედანზე საგარეჯოს გარეჯის წინააღმდეგ ჩაატარებს.
წინა ტურში ჩვენმა გუნდმა დუშეთის არაგვთან გასვლითი მატჩი 1:3 წააგო. ლოკოს შემადგენლობიდან მატჩში ანგარიშის გახსნა ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა პენალტის ნიშნულიდან შეძლო.
გასული სეზონის ეროვნული ლიგა 2-ის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გარეჯი წელს 11 ქულით მე-7 ადგილზეა, თუმცა ბოლო ტურებში თამაში გამოასწორა და ლოკოსთან შევხედრას ზედიზედ ორი გამარჯვებით (ხობის კოლხეთი, რუსთავი) ხვდება.
2023 წელს ლოკომ და გარეჯმა ერთმანეთის წინააღმდეგ 4-ჯერ ითამაშეს - სამჯერ მეტოქემ მოიგო, ხოლო ერთხელ 3:0 გავიმარჯვეთ.
ლოკოსა და გარეჯის შეხვედრა 27 აპრილს მიხეილ მესხი 2-ზე 19:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.
ეროვნული ლიგა 2 I მე-9 ტური:
ხობის კოლხეთი - სპაერი
რუსთავი - ვიტ ჯორჯია
ბოლნისის სიონი - დინამო თბილისი 2
ლოკომოტივი - გარეჯი
შტურმი - არაგვი