ლოკო რუსთავთან მატჩისთვის ემზადება

ლოკო რუსთავთან მატჩისთვის ემზადება
14/09/2024

ლოკო რუსთავთან მატჩისთვის ემზადება

თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 24-ე ტურის შეხვედრას რუსთავის წინააღმდეგ გამართავს.

 

ჩვენი გუნდი ამ მომენტისთვის სატურნირნო ცხრილში 26 ქულით მე-8 ადგილზეა. გასულ ტურში ლოკო ბოლნისში ადგილობრივ სიონთან დამარცხდა.

 

რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, რუსთავი 44 ქულით ეროვნულ ლიგა 2-ში პირველ ადგილზეა. ბოლო 5 თამაშში 3 გამარჯვება აქვს, ხოლო 23-ე ტურში ხობს 4:2 მოუგო.

 

მიმდინარე სეზონში რუსთავთან ორჯერ ვითამაშეთ, ორივე შეხვედრა ფრედ (0:0, 1:1) დასრულდა.

 

ლოკოსა და რუსთავის მატჩი ქალაქ გორის სტადიონზე 15 სექტემბერს 19:00 საათზე გაიმართება.

more news