ლოკო საგარეჯოს გარეჯთან დამარცხდა
01/10/2024
ლოკო საგარეჯოს გარეჯთან დამარცხდა
თბილისის ლოკომოტივმა ეროვნული ლიგა 2-ის 2024 წლის სეზონის 27-ე ტურის მატჩი საკუთარ მოედანზე საგარეჯოს გარეჯთან გამართა და 1:2 დამარცხდა.
შეხვედრაში პირველი გოლი ლევან პაპავამ 55-ე წუთზე გაიტანა და გარეჯი დააწინაურა. ლოკომ წონასწობა 82-ე წუთზე აღადგინა, ავტოგოლი ბაქარ მირცხულავას ანგარიშზეა. მატჩში საბოლოო შედეგი ლევან პაპავამ 90+3-ე წუთზე დააფიქსირა.
ამ მომენტისთვის ლოკოს 33 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა. მორიგ მატჩს ჩვენი გუნდი 5 ოქტომბერს სპაერთან ჩაატარებს.