ლოკო საგურამოში დაბრუნდა — მძიმე მარცხი ქუთაისის ტორპედოსთან.

ლოკო საგურამოში დაბრუნდა — მძიმე მარცხი ქუთაისის ტორპედოსთან.
12/05/2022

ლოკო საგურამოში დაბრუნდა — მძიმე მარცხი ქუთაისის ტორპედოსთან.

დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ ლოკომოტივი საგურამოში დაბრუნდა, ეროვნული ლიგის მე-13 ტურში ლოკომ ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა. მატჩი მასპინძლების უპირატესობით დაიწყო და რამდენიმე კარგი მომენტიც შეიქმნა თუმცა ვერც იაობიძემ და ვერც ომარაშვილმა საკუთარი შანსები ვერ გამოიყენეს. ამის შემდეგ ქუთაისის ტორპედო გააქტიურდა და გაიტანა კიდეც, მატჩის მე-18 წუთზე სტუმრები, გიორგი კუხიანიძემ დააწინაურა. კუხიანიძეს საუცხოო თამაში გამოუვიდა, დუბლს პლიუს ასისტი. სწორედ კუხიანიძის პასით გაიტანა შეხვედრის მეორე გოლი გიორგი ქიმაძემ. პირველი ნახევარი 0-2 დასრულდა.

 

მეორე ტაიმში ისევ სტუმრები ფლობდნენ ინიციატივას და ეს უპირატესობა გოლად გარდასახეს, 69-ე წუთზე გიორგი კუხიანიძემ მეორე გოლი გაიტანა. ალექსანდრე ინწკირველისთვის სამწუხაროდ ვერც მე-13 ტური აღმოჩნდა შედეგიანი.

more news